რატომ უნდა შეიძინოს "ბარსამ" ედუარდო კამავინგა - 4 მიზეზი

რატომ უნდა შეიძინოს "ბარსამ" ედუარდო კამავინგა - 4 მიზეზი

გუშინ მადრიდულმა AS-მა გაავრცელა ინფორმაცია, "ბარსელონა" ფრანგული "რენის" ამომავალი ვარსკვლავით, ედუარდო კამავინგათი ინტერესდება და მისთვის ბრძოლაში მადრიდის "რეალს" გაეჯიბრება.

Tribuna გვთავაზობს 4 მიზეზს იმისა, თუ რატომ უნდა დაიმატოს "ბლაუგრანამ" 17 წლის ფეხბურთელი:

1. უნივერსალური ნახევარმცველი

კამავინგა, შესაძლოა, ნომინალური ნახევარმცველია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას მხოლოდ ბურთის დაჭერა და საჯარიმომდე მიტანა შეუძლია. პირიქით, 17 წლის ანგოლელი სხვა თვისბებითაც გამოირჩევა. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ მისი სტატისტიკა "მონპელიესთან" წინააღმდეგ მატჩში:

  • 100% წარმატებული დრიბლინგი
  • 100% გრძელი პასის სიზუსტე
  • 97% წინ გაკეთებული პასის სიზუსტე
  • 97% პასის სიზუსტე
  • 4 დაბრუნებული ბურთი
  • 2 საგოლე მომენტის შექმნა
  • 2 მოგებული ორთაბრძოლა
  • 1 მოპოვებული ჯარიმა
  • 1 საგოლე გადაცემა

ახალგაზრდა ფეხბურთელი ძალიან კარგად გამოიყურება ბურთით და მის გარეშეც. გარდა ამისა, ის ეფექტურია პრესინგის დროს. ეს ისაა, რაც ზუსტად კიკე სეტიენს სჭირდება.

2. უფრო გამოცდილი, ვიდრე წარმოგიდგენიათ

21-წლამდელთა საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელს მოედანზე უფრო მეტი დრო გაუტარებია, ვიდრე მოელოდით. მიუხედავად იმისა, რომ კამავინგა ნოემბერში ჯერ მხოლოდ 17 წლის გახდა, მის ანგარიშზე უკვე 36 მატჩია, რომელთაგან უმეტესობა მან სრულად ჩაატარა.

ფაქტობრივად, ედუარდო ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც მოედანზე ყველაზე მეტი დრო გაუტარებია. საერთო ჯამში, მან 2783 წუთი ითამაშა, რაც მისი ასაკისთვის საკმაოდ გასაოცარი შედეგია.

3. კამავინგა, ჯერჯერობით, შედარებით იაფია

ედუარდო, Transfermarkt-ის მიხედვით, ყველაზე ძვირადღირებულ 17-წლამდე ფეხბურთელთა სიაში პირველ ადგილს იკავებს. მისი სატრანსფერო ღირებულება 42 მილიონ ევროს შეადგენს. თუ ნიჭიერი ნახევარმცველი მომავალ სეზონშიც ასეთ დონეზე თამაშს გააგრძელებს, მისი ფასი გაიზრდება. ესაა მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა იმოქმედოს კატალონიურმა კლუბმა სწრაფად.

აღსანიშნავია, რომ კამავინგა ანსუ ფატიზე მხოლოდ 2 მილიონით ძვირი ღირს. თუ "ბარსელონამ" ახალგაზრდა შუახაზელი დაიმატა, კლუბს მსოფლიოს 2 ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი ეყოლება.

4. "რეალთან" ბრძოლის მოგება

კამავინგასთვის, რა თქმა უნდა, "სამეფო კლუბიც" იბრძვის. ივარაუდება, რომ მადრიდელები "ბლაუგრანას" დიდ კონკურენციას გაუწევენ. კატალონიელებმა ანგოლელი ფეხბურთელი "რეალს" არ უნდა დაუთმონ.

"ბარსამ" უკვე დაკარგა ისეთი ნახევარმცველები, როგორებიც ლუკა მოდრიჩი და ისკო არიან, რომლებიც კატალონიურ გუნდს ბევრად უფრო უკეთ მოერგებოდნენ, ვიდრე "რეალს". "ბლაუგრანამ" იგივე შეცდომა აღარ უნდა დაუშვას.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #9 15 მარტი 2020 23:12
    4
    ეს ან აუარი. ისიც კაი 10 წელი იფრენს. ეს ვაფშე მაგარია ყველას შეცვლიდა ნახევარდაცვაში. ზიდანმა სანამ გადაიბირა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 15 მარტი 2020 18:17
    3
    ვაფშეტა ამის არ ყიდვა დანაშაულია ჩემი აზრით. თან რა გახდა , უკვე ორი წელია ყიდულობენ და ვერ იყიდეს რა.
    FloweN
    სტუმარი [?]
    #7 15 მარტი 2020 17:00
    3
    ციტატა: M10 S9 D11
    და რატო უნდა ვიყიდოთ ეს? როცა აუარი ფერნან ტორესი საული არსებობენ?

    ფერნან ტორესზე 3, აუარზე 4 და სააულზე 8 წლით პატარაა, სწორი მიდგომის მერე კი ამ სამზე ბევრად მაგარი ბიჭი იქნება.
    საულს ისედაც არავინ გაატანს ბარსას და არც თვითონ წამოვა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 15 მარტი 2020 15:08
    3
    და რატო უნდა ვიყიდოთ ეს? როცა აუარი ფერნან ტორესი საული არსებობენ?
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #5 15 მარტი 2020 11:01
    3
    ციტატა: messi and iniesta
    ავტირებთან მაქვს ერთი თხოვნა გამაგებინეთ სად არის არდა თურანი

    მე არ ვარ ავტორი მარა გეტყვი, რომ ჩვენს საკუთრებაშია, ხოლო ამჟამად ტრამვა აქვს და მკურნალობს
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    dembelle
    სტუმარი [?]
    #4 15 მარტი 2020 10:55
    4
    Droa ackagazrdebi iyidon tore gadaberenuli da 2 sezoniani gruzmani berafers ver gvishvelis
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #3 15 მარტი 2020 10:36
    4
    პედრი დააბრუნონ, 1 წელი ბარსა ბ-ში ათამაშონ და მერე დააწინაურონ. საფრანგეთის დონე ძაან დაბალია, თან რენატუ სანჩესს ჰგავს ფიზიკურად და მასეთებს არ უნდა ვენდოთ😂😂
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #2 15 მარტი 2020 10:34
    2
    ავტირებთან მაქვს ერთი თხოვნა გამაგებინეთ სად არის არდა თურანი
    dima359
    სტუმარი [?]
    #1 15 მარტი 2020 03:15
    9
    მოდრიჩის და ისკოს რეალში გადასვლა ძალიან მეწყინა თავის დროზე, ორივე კარგად მოერგებოდა ბარსას ნახევარდაცვას