Sport: ლაუტარო მარტინესი "ბარსელონას" ირჩევს
მილანის "ინტერის" არგენტინელ თავდამსხმელს, ლაუტარო მარტინესს, მიუხედავად სხვა რამდენიმე კლუბის შეთავაზებებისა, "ბარსელონაში" თამაში სურს. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
კატალონიური წყაროს ინფორმაციით, 22 წლის შემტევი უპირატესობას, მიუხედავად "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" ინტერესისა, "ბლაუგრანას" ანიჭებს. ცნობილია, რომ მარტინესის შეძენის სურვილს გამოთქვამს მადრიდის "რეალიც", რომელიც ფეხბურთელისთვის ბრძოლაში კატალონიურ კლუბს საკმაოდ ჩამორჩება.
ლაუტარო "ბარსას" რადარზე უკვე დიდი ხანია იმყოფება. კატალონიელები არგენტინელ შემტევს ლუის სუარესის იდეალურ შემცვლელად მიიჩნევენ. Mundo Deportivo-ს ცნობით, "ინტერი" უკვე შეეგუა იმას, რომ მარტინესი ზაფხულში გუნდს დატოვებს და მილანელები მის შემცვლელს ეძებენ.
Tuttosport-მა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლაუტარომ "ბარსელონასთან" კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა. ის წელიწადში, ანტუან გრიზმანის მსგავსად, 18 მილიონ ევროს გამოიმუშეავებს.
ლაუტარო მარტინესის ანგარიშზე ამ სეზონში 30 მატჩი, 16 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]