მოურინიომ ყველაფერი დასრულდაო

მოურინიომ ყველაფერი დასრულდაო

"მალიორკასთან" მატჩის წინ 23 იანვარს, ჟოზე მოურინიოს სჯეროდა თავისი გუნდის. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ინგლისურად შეკითხვა გაჟღერდა, ჰქონდა თუ არა "რეალს" ჩემპიონობის შანსი. ჟოზემ უპასუხა: "სანამ "ბარსელონასა" და ჩვენს შორის სხვაობა 4–5 ქულა იქნება ინტრიგა კვლავ იარსებებს. თუკი ეს სხვაობა გაიზრდება მაშინ ყველაფერი დასრულებულია."

იმ დროს "ბარსა" "რეალს" 4 ქულით უსწრებდა. "ბლანკოსმა" "მალიორკა" 1:0 დაამარცხა, ხოლო "ბლაუგრანამ "რასინგი" 3:0. 7 დღის შემდეგ კატალონიელებმა "ერკულესს" მოუგეს, მადრიდელები კი "ოსასუნამ" 0 ქულით გამოამგზავრა. ახლა განსხვავება 7 ქულაა. ასე და ამგვარად ჟოზეს სიტყვებს თუ დავუჯერებთ პრიმერა დივიზიონის გამარჯვებულის ვინაობა უკვე გარკვეულია.

"ოსასუნასთან" მატჩის შემდეგ ჟოზე სხვანანირად აჭიკჭიკდა: "ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ბრძოლას ჩემპიონობისთვის და მჯერა, რომ "რეალი" ამას შეძლებს."

...თუმცა გასაკვირი არაფერია, ის ხომ მოურინიოა, თანაც პორტუგალიელი...

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.