ხავიერ ძანეტი: თუ მესი ლაუტაროს გამო დამირეკავს, ყურმილს დავუკიდებ
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კატალონიის "ბარსელონას" ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ლაუტარო მარტინესია. აღნიშნულლ საკითხს მილანის "ინტერის" ვიცე-პრეზიდენტი, ხავიერ ძანეტი ხუმრობით პასუხობს.
"თუ ლეო მესი ლაუტაროს გამო დამირეკავს, ყურმილს დავუკიდებ. 22 წლის ვარსკვლავთან ერთად ბედნიერები ვართ. ის თავის საქმეს ფანტასტიკურად ასრულებს. ვფიქრობ, მარტინესი არგენტინის მომავალია," - ციტირებს ლეგენდის სიტყვებს Radio Continental.
შეგახსენებთ, რომ ლაუტარომ "ნერაძურის" რიგებში მიმდინარე სეზონში 31 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითავალა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]