ლაუტარო მარტინესს 2 არჩევანი აქვს
მილანის "ინტერის" არგენტინელ ვარსკვლავს, ლაუტარო მარტინესს კარიერის გაგრძელების 2 ვარიანტი აქვს.
Corriere dello Sport-ის ცნობით, 22 წლის ფეხბურთელს რთული არჩევანი აქვს - ან "ინტერთან" კონტრაქტის გაფორმება, ან "ბარსელონაში" გადმოსვლა.
ცნობილია, რომ ივლისის თვეში, ლაუტაროს გამოსასყიდი თანხა 111 მილიონი ევრო იქნება. "ინტერი" მას ახალ ხელშეკრულებასა და მნიშვნელოვნად გაზრდილ ხელფასს სთვაზობს, სანაცვლოდ კი კონტრაქტიდან ეს პუნქტი უნდა გაქრეს.
"ინტერის" შეთავაზების პარალელურად, მარტინესით აქტიურად ინტერესდება "ბარსელონა". თუმცა, პრობლემა ისაა, რომ კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური კრიზისის გამო, "ბლაუგრანა" 111 მილიონი ევროს გადახდას ვერ შეძლებს. კატალონიელბს შეუძლიათ 70-80 მილიონი გადაიხადონ და "ინტერს" 1 ან 2 ფეხბურთელი დაუთმონ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]