აბელ რუისი: ტრინკაუ მესის ჰგავს

აბელ რუისი: ტრინკაუ მესის ჰგავს

"ბარსელონას" თავდამსხმელმა და ამჟამად "ბრაგაში" იჯარით მყოფმა აბელ რუისმა Mundo Deportivo-სთან რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.

"ბლაუგრანას" რიგების დატოვება რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა ვფიქრობ, წარმატებისათვის დიდი ნაბიჯი გადავდგი. ამით ბედნიერი ვარ.

როგორია ტრინკაუს "ბარსელონური" მომავალი? კარგი ბიჭია, მას კარგად ვეწყობი. დარწმუნებული ვარ, ფრანსიშკუ კატალონიურ კლუბში ნიჭს გამოავლენს.

ვფიქრობ, ის მესის ჰგავს, თუმცა ლეოს არავის ვადარებ. 20 წლის ფეხბურთელი საკმარისად განვითარებულია, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურში წარმატებას მიაღწიოს", - აცხადებს აბელ რუისი.

"ბრაგას" ახალგაზრდა ვარსკვლავი ფრანსიშკუ ტრინკაუ, მომდევნო სეზონიდან, "ბარსელონაში" ითამაშებს. კატალონიურმა კლუბმა ტრანსფერი იანვარში დაადასტურა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 24 მარტი 2020 19:31
    7
    მესის არა იმსა ჰგავს თავისი სტილი აქვს ამ ბიჭს და ნუ შეულაგებთ ეხლა მესისთან შედარებით
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued