მესი და სხვა ვარსკვლავები კორონავირუსის წინააღმდეგ

მესი და სხვა ვარსკვლავები კორონავირუსის წინააღმდეგ

კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი ფეხბურთელი, ლიონელ მესი FIFA-სა და WHO-ს (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია) სასარგებლო წამოწყებაში ჩაერთო.

"ბლაუგრანელთან" ერთად კამპანიაში მსოფლიო ფეხბურთის კიდევ 27 ვარსკვლავი მონაწილეობს. მათ შორის არიან: იკერ კასილიასი, კარლეს პუიოლი, ჩავი ერნანდესი, ჯანლუიჯი ბუფონი, რადამელ ფალკაო და სხვანი.

ყველასათვის მისაბაძი ფეხბურთელები ვიდეორგოლით მოსახლეობას 13 ენაზე მიმართავენ და კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შემდეგ ინსტრუქციებს სთავაზობენ:

  • ხელები წყლითა და საპნით ხშირად დაიბანეთ, ან ანტისეპტიკური საშუალებით დაიმუშავეთ;
  • ცემინებისა და ხველების დროს პირი და ცხვირი ხელსახოცით ან იდაყვით დაიფარეთ;
  • ხელით არ შეეხოთ სახეს, განსაკუთრებით თვალებს, ცხვირსა და პირს;
  • სხვებისაგან სულ მცირე 1 მეტრიანი დისტანცია დაიჭირეთ;
  • თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, დარჩით სახლში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 25 მარტი 2020 21:06
    1
    მილიონი ევრო გადარიცხა მესიმ
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #2 25 მარტი 2020 11:28
    0
    ქართულად არის ნეტავ?
    GioKakiashvili
    სტუმარი [?]
    #1 24 მარტი 2020 23:29
    1
    Chakvem 3:0 idan 3-4 waago regilionma dauqambeqa :ddd