პუიოლი და ჩავი "Golden Foot"–ის ნომინანტები არიან
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელები, კარლეს პუიოლი და ჩავი ერნანდესი, არიან იმ 10 ფეხბურთელს შორის, რომლებიც დასახელდნენ 2011 წლის "Golden Foot"–ის ნომინანტებად.
ეს პრიზი არის საერთაშორისო მნიშნველობის და გადაეცემა მხოლოდ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც გადაცილებულნი არიან 29 წელს. ეს იქნება მათი ამაგის დაფასება, რომლებიც სპორტისადმი აქვთ( გადაეცემა როგორც ფეხბურთელს, ისე მის კლუბს ), მათ პიროვნული თვისებების გამო, პუბლიკისა და ფეხბურთის ექსპერტების პატივისცემისთვის.
ამ ათეულში კიდევ ორი ესანელი შევიდა: რაულ გონსალესი და იკერ კასილიასი. იმას, თუ ვინ მოიგებს პრიზს, გავიგებთ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ, რომელიც მონაკოში გიამართება. დაკილდოვება გაიმართება 2011 წლის 10 ოქტომბერს. შეგახსენებთ, რომ წინა წელს ეს პრიზი "რომას" ვეტერანმა, ფრანჩესკო ტოტიმ, მოიგო.
სრული სია კი ასეთია:
| N | ფეხბურთელი | ქვეყანა | კლუბი |
| 23 | დევიდ ბექჰემი | ინგლისი | "ლოს ანჟელეს გალაქსი" |
| 1 | ჯანლუიჯი ბუფონი | იტალია | "იუვენტუსი" |
| 1 | იკერ კასილიასი | ესპანეთი | "რეალი" |
| 11 | დიდიე დროგბა | კოტ'დივუარი | "ჩელსი" |
| 9 | სამუელ ეტო'ო | კამერუნი | "ინტერი" |
| 11 | რაიან გიგზი | უელსი | "მანჩესტერი" |
| 5 | კარლეს პუიოლი | ესპანეთი | "ბარსელონა" |
| 7 | რაულ გონსალესი | ესპანეთი | "შალკე" |
| 6 | ჩავი ერნანდესი | ესპანეთი | "ბარსელონა" |
| 4 | ხავიერ ძანეტი | არგენტინა | "ინტერი" |
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]