კამავინგასთვის ბრძოლაში "ლივერპული" ერთვება
"რენის" 17 წლის ტალანტი, ედუარდო კამავინგა ევროპული გრანდების ერთ-ერთი სამიზნეა. ახალგაზრდა ფრანგით "ბარსელონა", "რეალი" და პსჟ ინტერესდებიან.
Mundo Deportivo ავრცელებს ინფორმაციას, რომ, იურგენ კლოპის მოთხოვნით, კამავინგა "ლივერპულის" რადარზეც გამოჩნდა. ცნობილია, რომ გერმანელი სპეციალისტი მის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეძენას დაჟინებით მოითხოვს.
ედუარდოსთვოს ბრძოლაში, ზინედინ ზიდანის ფაქტორის გათვალისწინებით, "რეალიც" ერთ-ერთ ღირსეულ კონკურენტად მიიჩნევა.
კამავინგას სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 50 მილიონ ევროს შეადგენს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]