დაიო უპამეკანოს "ლაიფციგის" დატოვება სურს
Blid-ის ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონას" სამიზნე, დაიო უპამეკანო კლუბის დატოვებაზე ფიქრობს.
ცნობილია, რომ 21 წლის მცველმა "ლაიფციგს" უკვე აცნობა, რომ სეზონის ბოლოს სხვა გუნდში გადაბარგება სურს.
კატალონიელების გარდა, ნიჭიერი ახალგაზრდით "ჩელსი", "არსენალი" და "ბაიერნიც" ინტერესდებიან.
"ბლაუგრანას" უპამეკანოს შეძენა ორი მიზეზით აწყობს: 1. ჟერარ პიკე უკვე 33 წლისაა, შესაძლოა, დაიო მისი ღირსეული შემცვლელი აღმოჩნდეს; 2. კლუბი სამეულ უმტიტის გაშვებას აპირებს.
Transfermarkt-ი ფეხბურთელს 50 მილიონ ევროდ აფასებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]