მარტინ ლასარტე: "ბარსელონამ" გრიზმანს მძიმე ტვირთი აჰკიდა
ანტუან გრიზმანის "სოსიედადში" დებიუტი მარტინ ლასარტეს მწვრთნელობისას შედგა. ურუგვაელი სპეციალისტი El Desmarque-სთან ინტერვიუში, გრიზმანის მდგომარეობის გამო, "ბარსელონას" ადანაშაულებს.
"განტევების ვაცის მოძებნა გვიწევს, ვიღაც პასუხისმგებელი უნდა არსებობდეს. "ბლაუგრანამ" ფრანგში დიდი თანხა გადაიხადა და ფეხბურთელს მხრებზე მძიმე ტვირთი აჰკიდა.
ვხედავ, რომ ანტუანი თავს დაქვემდებარებულად და არაკომფორტულად გრძნობს. მოუწევს, ან ცოტა დრო მოიცადოს და მდგომარეობას შეეჩვიოს, ან განვითარებისათვის განსხვავებული გზების ძებნა დაიწყოს" - ციტირებს ლასარტეს სიტყვებს Marca.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]