Il Mattino: "ნაპოლი" ფაბიან რუისის დათმობას არ აპირებს
ესპანურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციით, "ბარსელონას" ფაბიან რუისის გაფორმება ისევ სურს. ახალი ცნობების მიხედვით, ბლაუგრანას" ტრანსფერის გასაჩარხად დიდი თანხის გაღება მოუწევს.
Il Mattino-ს ცნობით, "ნაპოლი" ესპანელ ნახევარმცველს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, რაც ფეხბურთელისადმი "ბარსასა" და "რეალის" დიდმა ინტერესმა გამოიწვია.
როგორც წყარო იტყობინება, ჯენარო გატუზოს გუნდი აპირებს, ფაბიანის გამოსასყიდი თანხა 180 მილიონ ევრომდე გაზარდოს, რაც, იტალიელების აზრით, (კორონავირუსის პანდემიის მიერ გამოწვეული კრიზისის ფონზე) ყველა გუნდისთვის მიუწვდომელი საფასური იქნება.
რუისს "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2023 წლამდე აქვს გაფორმებული. 23 წლის ფეხბურთელმა წლევანდელ სეზონში, ყველა ტურნირის ეგიდით, 32 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]