ლანგლესა და უმტიტის შედარება კიკე სეტიენის მოსვლის შემდეგ

ლანგლესა და უმტიტის შედარება კიკე სეტიენის მოსვლის შემდეგ

კლემან ლანგლე და სამუელ უმტიტი ის ცენტრალური მცველები არიან, რომლებსაც გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ აქვთ. Tribuna გვთავაზობს ფრანგი უკანახაზელების შედარებით სტატისტიკას იმ დროიდან მოყოლებული, რაც "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელად კიკე სეტიენი დაინიშნა. 61 წლის სპეციალისტმა კატალონიურ კლუბში ერნესტო ვალვერდე იანვარში შეცვალა.

კლემან ლანგლე:

24 წლის ფეხბურთელი "ბლაუგრანას" 2018 წლის ზაფხულში შეუერთდა. მას შემდეგ ლანგლეს გუნდის უკანა ხაზში ხშირად ვხედავთ. მან გასულ სეზონში 45 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ფრანგი მცველის ანგარიშზე სეტიენის ხელმძღვანელობით 5 თამაშია.

  • მატჩების რაოდენობა - 5
  • მოგება - 4
  • ფრე - 1
  • წაგება - 0


სამუელ უმტიტი:

26 წლის მოთამაშე, რომელიც "ბარსაში" 2016 წლის ზაფხულიდან ირიცხება, მუხლის რთული ტრავმის შემდეგ ნელ-ნელა ფორმას იბრუნებს, თუმცა უმტიტი, ჯერჯერობით, ვერ აჩვენებს იმ დონეს, რომლითაც მან გულშემატკივრების გული მოიგო. მიუხედავად ამისა, სამუელმა ესპანელი სპეციალისტის მოსვლის შემდეგ მის კოლეგაზე მეტი, 6 თამაში ჩაატარა.

  • მატჩების რაოდენობა - 6
  • მოგება - 3
  • ფრე - 1
  • წაგება - 2

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 29 მარტი 2020 23:35
    5
    არაფრის მომცემი სტატისტიკაა. მეტი დეტალები უფრო აზრიანს გახდიდა მათ შედარებას . მაგ. ვარდნები გატარებული წუთები, მოწინააღმდეგეები და ა.შ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 29 მარტი 2020 23:10
    3
    რათ უნდა მაგას ამდენი ფილოსოფია საერთოდ არაა ფორმაში უმტიტი და სულაც არ მიკვირს ეს სტატისტიკა მარა საშინელება რა არის იცით? არც ლენგლე არაა ძირითადის იგროკი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued