გრიზმანმა ბენზემასა და ჟირუზე ისაუბრა
"ბარსელონას" ფრანგმა თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა, მის თანამემამულეებს, "რეალისა" და "ჩელსის" შემტევებს, ქარიმ ბენზემასა და ოლივიე ჟირუს შორის არჩევანის გაკეთებისგან თავი შეიკავა.
რამდენიმე დღის წინ ბენზემამ განაცხადა, რომ არ მოსწონს, როდესაც მას ჟირუს ადარებენ. ქარიმის თქმით, ეს ფორმულა 1-ისა და კარტინგის შედარებას ჰგავს.
როდესაც გრიზმანს ბენზემას განცხადებაზე კომენტარის გაკეთება სთოხვეს, ანტუანმა განაცხადა: "ამ ყველაფერზე ვერ გიპასუხებთ. ეს საკითხი მაწუხებს. ჟირუ მომწონს. ის კარგი ფეხბურთელია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში დაგვეხმარა. ეს ცხოვრებაში მნიშვნელოვანია", - ციტირებს "ბლაუგრანას" შემტევის სიტყვებს Tribal Football.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]