რუშთუ რეჩბერის მდგომარეობა გაუმჯობესდა
"ბარსელონას" ყოფილი მეკარის, რუშთუ რეჩბერის მდგომაროება გაუმჯობესდა. ამ ინფორმაციას მისი მეუღლე ავრცელებს.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ "ბარსას" კარის ყოფილ დარაჯს კორონავირუსი დაუდგუნდა, ცოტა ხანში კი გაირკვა, რომ 46 წლის თურქის მდგომარეობა კრიტიკული იყო.
"თავს უკეთ ვგრძნობთ. ჩვენი მკურნალობა სტაბილურ რეჟიმში, ჩვეულებრივ პალატაში გრძელდება და იმედი მაქვს, ყვეალფერი კარგად იქნება." - აცხადებს რუშთუს მეუღლე, რომელიც თავადაც ინფიცირებულია.
როგორც ირკვევა, რეჩბერი და მისი მეუღლე კვლავ საავადმყოფოში იმყოფებიან.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]