ანდრეს ინიესტა: ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია დღითი დღე გაუმჯობესდება
"ბარსელონას" ყოფილი და ამჟამად "ვისელ კობეს" ფეხბურთელი, ანდრეს ინიესტა ესპანეთში არსებულ სიტუაციას იაპონიიდან ეხმაურება.
"ესპანეთის შესახებ ინფორმაცია გვამწუხრებს. მეგობრებსა და ოჯახის წევრებს დისტანციურად ვესაუბრებით და ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია დღითი დღე გაუმჯობესდება.
იაპონიიდან ვცდილობ, ჯანდაცვის სექტორში მომუშავე პერსონალს დავეხმარო, რომ თავანთი საქმე პირნათლად შეასრულონ.
მხსნელი არ ვარ, თუმცა ვირუსის წინააღმდეგ წინა ფრონტზე მებრძოლებს მხარი უნდა დავუჭიროთ", - ციტირებს ინიესტას სიტყვებს Marca.
პარასკევის მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსის 100,000-ზე მეტი შემთვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 10,000-ს აღემატება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]