ინიესტა: "ბარსელონაში" შეცდომის დაშვების უფლება არ მქონდა
"ბარსელონას" ექს-კაპიტანი, ანდრეს ინიესტა, რომელიც ამჟამად "ვისელ კობეს" ღირსებას იცავს, იაპონიაში და ესპანეთში თამაშს ერთმანეთს ადარებს.
"ბარსელონაში" შეცდომის დაშვების უფლება არ მქონდა, წასვლის შემდეგ კი ამისგან გავთავისუფლდი. ესპანეთში ძალიან დიდი წნეხი იყო. ზეწოლა იაპონიაშიც არის, მაგრამ აქ სხვანაირი მდგომარეობაა.
იაპონელი გულშემატკივრები თამაშებს განსაკუთრებული ენთუზიაზმით ეკიდებიან. ისინი გამხნევებენ და პროტესტს გამოხატავენ, თუმცა არ ბრაზდებიან. აქ დამარცხებაზე ევროპელებისგან განსხვავებული რეაქცია აქვთ. ამ ფილოსოფიის გავრცელებას ყველაზე დიდი დრო დაჭირდა. წაგება არასდროს მომწონდა. ვცდილობ, მათგან ვისწავლო და სიტუაცია მათი გადმოსახედიდანაც შევაფასო.
ნებისმიერ შემთხვევაში, "ვისელ კობეში" გატარებული პერიოდი "ბარსელონაზე" უფრო წყნარია". - აცხადებს ინიესტა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]