ედერ სარაბიამ ფანებთან ისაუბრა
ედერ სარაბია, მარტის დასაწყისში, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. ამის მიზეზი ფეხბურთელების მიმართ მისი დამოკიდებულება გახდა. "ელ კლასიკოს" შემდეგ პრესა აჭრელებული იყო სარაბიას ფოტოებით და იწერებოდა, რომ შიდა სამზარეულოში ძალიან ცუდი სიტუაცია იყო, მაგრამ თავად სარაბია, სხვაგვარად თვლის.
"თამაშის შემდეგ დიდი ხმაური იყო, მაგრამ გუნდის შიგნით არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა." - აღნიშნა ედერმა "ინსტაგრამის" პირდაპირ ჩართვაში.
"ჩვენ მოვიბოდიშეთ, რადგან სიტუაცია ყოველთვის კონტროლირებადი უნდა იყოს. ფეხბურთელებთან შესანიშნავი დამოკიდებულება გვაქვს. ერთმანეთს კარგად ვუგებთ და მათი საშემსრულებლო ოსტატობით აღფრთოვანებული ვართ."
"ბარსელონას" გასახდელში თავს ძალიან განსხვავებული მენტალობის ფეხბურთელები იყრიან. სარაბიამ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა სირთულეებს აწყდება ფეხბურთელებთან მიმართებაში.
"რთულია ყველას გაუგო, იქამდე, სანამ საერთო საქმის კეთებას არ დაიწყებ. თითოეულ მათგანს პირადი ცხოვრება აქვს, თავის პრობლემებით, ამიტომ ყველა საერთო საქმეზე კონცენტრირებას უნდა ვახერხებდეთ. მწვრთნელმა უნდა იცოდეს, როგორ მოახერხოს ფეხბურთელის მოტივირება."
სარაბიამ ლიონელ მესიზეც ისაუბრა .
"მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, ის ყველა მხრივ საუკეთესოა, მისი თვალით დანახული ფეხბურთი განსაკუთრებულ ცოდნას გულისხმობს. მესისთან მუშაობა უბრალოდ პრივილეგიაა."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]