რუშთუ რეჩბერმა კორონავირუსი დაამარცხა

რუშთუ რეჩბერმა კორონავირუსი დაამარცხა

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი მეკარე, რომელსაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი დაუდგინდა, გამოჯანმრთელებულია.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად ფეხბურთელის მეუღლე Instagram-ის საშაულებით ავრცელებს.

"11 დღიანი რთული პერიოდის შემდეგ, ჩემი ქმარი გამოჯანმრთელდა" - წერს ისილ რეჩბერი.

ცნობილია, რომ 46 წლის თურქს COVID-19 სწორედ ისილმა გადასდო, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.

რუშთუ "ბლაუგრანას" 2003 წელს შეუერთდა, თუმცა ტრავმამ არ მისცა საშუალება, პირველ გუნდში ფეხი მოეკიდებინა. რეჩბერმა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურში მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 7 აპრილი 2020 00:07
    4
    ეს ერთი და სხვა მრავალი