"ბაიერნი" ტერ შტეგენით დაინეტერესებული აღარაა

"ბაიერნი" ტერ შტეგენით დაინეტერესებული აღარაა

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუნხენის "ბაიერნი" "ბარსელონას" მეკარის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შეძენით დაინტერესებული აღარაა.

ბოლო დროს გავრცელებული ცნობებით, "რეკორდმაისტერი", ტერ შტეგენსა და "ბარსელონას" შორის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებს თვალს ყურადღებით ადევნებდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიუნხენელები მოლაპარაკებების ჩაშლასაც კი აპირებდნენ. მათი მიზანი კი ის იყო, რომ ტერ შტეგენი მანუელ ნოიერის შემცვლელად გადაებირებინათ.

Sport-ის ცნობით, "ბაიერნმა" მანუელ ნოიერთან, ახალი კონტრაქტის თაობაზე, მოლაპარაკებები დაიწყო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტერ შტეგენის ტრანსფერი აღარ განიხილება.

როგორც ჩანს, ტერ შტეგენი ნოიერს "ბაიერნში" ვერ შეცვლის, მაგრამ გერმანიის ნაკრებში?..

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 9 აპრილი 2020 20:48
    2
    თორე დაინტერესებული რო იყო ხო რა ამბობ შეფუთულს ვატანდით
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 9 აპრილი 2020 19:17
    3
    დროა უკვე შტეგენი ნაკრებში ძირითადში ჩაჯდეს, როგორც ნოიერი ჩაჯდა თავის დროზე