ვარსკვლავები თავისუფალი აგენტის სტატუსით

ვარსკვლავები თავისუფალი აგენტის სტატუსით

უკვე ბევრჯერ დაწერილა, რომ კორონავირუსმა ყველაფერი შეცვალა, განსაკუთრებით კი ფეხბურთის ეკონომიკური მხარე. ჯერჯერობით უცნობია, როგორ იმოქმედებს კრიზისი სატრანსფერო ბაზარზე, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ფაქტია, რომ დიდი ყურადღება მიექცევათ ფეხბურთელებს, რომლებიც თავისუფალი აგენტის სტატუსით ისარგებლებენ.

ასეთ ფეხბურთელებში მრავლად არიან ვარსკვლავებიც, რომელთა სამსახურზე არცერთი გრანდი უარს არ იტყვის.
Mundo Deportivo გვთავაზობს სიას, რომლითაც "ბარსა" უნდა დაინტერესდეს.

ვილიანი

"ბარსელონას" დიდი ხნის განმავლობაში სურდა ვილიანის ხელში ჩაგდება, ახლა ეს ისე მარტივია, როგორც არასდროს. ადრე თუ ფასზე ვერ თანხმდებოდნენ, ახლა ბრაზილიელის გადმოყვანა უფასოდ არის შესაძლებელი. მართალია ვილიანი აღარ არის იმ ასაკში, რომ კლუბმა სამომავლო გეგმები მასზე ააწყოს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ კიდევ კონკურენტუნარიანი ფეხბურთელია და სისწრაფე საერთოდ არ დაუკარგავს.

31 წლის ბრაზილიელის გადაბირების სურვილს, პსჟ და "არსენალი" გამოთქვამენ.

პედრო, ჟირუ, სილვა - მსოფლიოს სამი ჩემპიონი

კონტრაქტი "ჩელსის" კიდევ ორ თავდამსხმელს უმთავრდება. პედრო როდრიგესმა, რომელიც "ბარსელონას" ოქროს პერიოდთან ასოცირდება, სუარესის ტრავმის შემდეგ "ბარსელონაში" დაბრუნების სურვილი გამოთქვა, თუმცა დიდი ყურადღება მისთვის არავის მიუქცევია. სეზონის ბოლოს 32 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება და რეზერვისთვის ნამდვილად კარგი ვარიანტი უნდა იყოს. მის გადაბირებას "რომა" და "ბეტისი" ეცდებიან.

33 წლის ოლივიე ჟირუს გადაბირებას "ინტერი" და "ნაპოლი" აპირებენ. ფრანგი ცხრიანი "ბარსას", თამაშის მრავალფეროვნებისთვის გამოადგება, რადგან მსგავსი სტილის ფორვარდი კლუბს დიდი ხანია არ ჰყოლია.

საინტერესო შეიძლება იყოს პრემიერ ლიგის კიდევ ორი ფეხბურთელი, რომლებითაც "ბარსა" ადრეც ინტერესდებოდა. 32 წლის ვერტონგენს კონტრაქტი უმთავრდება და "ტოტენჰემი" გახანგრძლივებას არ აპირებს, კარგად ჩანს, რომ ჟოზე მოურინიოც სხვა ფეხბურთელებს უფრო ენდობა. ბელგიელს როგორც ცენტრში, ასევე ფლანგზე, წარმატებით შეუძლია თამაში.

ბოლოს ყველაზე დიდი ვარსკვლავის ჯერია, ამავე დროს ყველაზე ასაკოვანის. "ბარსას" მისი შეძენა ჯერ კიდევ მაშინ სურდა, როცა დავიდ სილვა "ვალენსიაში" გამოდიოდა. გვარდიოლას დიდი სურვილი ჰქონდა მისი შეძენის და "რეალთან" კონკურენციაშიც ჩაერთო, მაგრამ სილვამ ინგლისში წასვლა არჩია. მართალია, ის აღარ არის ისეთი სწრაფი, როგორიც იყო, აღარც დიდი გამძლეობით გამოირჩევა, მაგრამ "ბარსას" სტილს იდეალურად ერგება და მისი თუნდაც ერთი სეზონით დამატება, ურიგო არ უნდა იყოს.

34 წლის ესპანელის გადაბირების სურვილს "ინტერი" და "ბეტისი" გამოთქვამენ.

კავანი, კურზავა, ტიაგუ სილვა, მუნიე - პსჟ-ის ვარსკვლავებს კონტრაქტი ეწურებათ

გამოკვეთილი ცხრიანი ზემოთაც ვახსენეთ და თუ ამაზე მიდგა საქმე, კავანი ჟირუზე გაცილებით კარგი ვარიანტია. მართალია, 33 წლის ურუგვაელი უფრო მაღალ ხელფასს იღებს, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრად კარგი ფეხბურთელიც არის, თუმცა მის სახელს, პირველ რიგში, მადრიდის "ატლეტიკოს" უკავშირებენ. ასევე აღსანიშნავია, რომ დიდად კარგი ურთიერთობა ლუის სუარესთან არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებში იდეალურ დუეტს ქმნიან, ასევე გამოირჩა კონფლიქტით ნეიმართან და საერთოდ, რთული ხასიათი აქვს.

ტიაგუ სილვას აგენტმა, თავად შესთავაზა "ბარსას" მისი კლიენტი, მაგრამ კლუბმა თავი შეიკავა. ის უკვე 35 წლის არის და შესამჩნევად მოკლებული აქვს. ნამდვილად აღარ ჰგავს იმ ფეხბურთელს, რომელსაც "ბარსას" პრობლემების მოგვარება შეუძლია.

მუნიეს გადაბირებით დორტმუნდის "ბორუსია" ინტერესდება, ხოლო კურზავა ყველაზე კარგი ვარიანტი უნდა იყოს, რადგან მხოლოდ 27 წლის არის. სწორედ ამიტომ, მისდამი ინტერესი "ბარსელონამ" დაადასტურა და შედგება თუ არა კონტრაქტი, ამას დრო გვიჩვენებს.

ასევე კონტრაქტები ეწურებათ მარტენსს, კიელინისა და გიოტცეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #7 10 აპრილი 2020 21:18
    0
    პედრო, დავიდ სილვა, ტიაგო სილვა
    Culé [?]
    #6 10 აპრილი 2020 17:29
    0
    არცერთი არ ჭირდება ბარსას, თუ გვინდა მომავალზე ვიფიქროდ და გუნდი განვითარდეს ახალგაზრდებს უნდა მიცენ შანსი თორე ბებრები გუნდშიც საკმარისზე მეტი გვყავს.
    Fati
    სტუმარი [?]
    #5 10 აპრილი 2020 14:54
    1
    ედის დავიმატებდი სიამოვნებით❤️ შეცვლაზე ძალიან მაგარი იქნებოდა.რაც შეხება კურზავას მოსაყვანია.დანარჩენები არა საჭირო
    Culé [?]
    #4 10 აპრილი 2020 13:53
    3
    Kavani kurzava da viliani ariqneboda cudi.. dzlieri skamit moigo realma liga... mcolod eseni araa sakmariso ra tmqa unda kide transperebi sachiro
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 10 აპრილი 2020 13:38
    0
    ამათგან კურჟავა უნდა მოიყვანონ დალშე არ ჭირდებათ არავინ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Alien 👽
    სტუმარი [?]
    #2 10 აპრილი 2020 13:23
    1
    Chemi azrit barcam unda ichalichos amatze, tundac erti sezonit
    DAVID_BARCA_FAN
    სტუმარი [?]
    #1 10 აპრილი 2020 12:09
    1
    კურზავა და სილვა კარგი იქნება