"ბარსელონასათვის" 2020 წელი სკანდალური აღმოჩნდა
2020 წლის დაწყებიდან მხოლოდ 4 თვე გავიდა, თუმცა "ბარსელონაში" საკმაოდ ბევრი უსიამოვნო ინციდენტი მოხდა.
- "ბარსელონამ" ერნესტო ვალვერდეს დაკავებული პოსტიდან მოხსნის შესახებ 13 იანვარს გამოაცხადა, რაც, როგორც ჩანს, "ატლეტიკოსთან" მარცხმა (2:3) გამოიწვია. 56 წლის სპეციალისტმა კატალონიური კლუბის ბაზა ღიმილით დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ჟოზეპ მარია ბართომეუმ, ერიკ აბიდალმა და ოსკარ გრაუმ მიიღეს. ამის შემდეგ, ვალვერდეს გათავისუფლების გამო, "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობა მკაცრად გააკრიტიკეს, მათ შორის, ანდრეს ინიესტამაც.
- 4 იანვარს, Sport-თან ინტერვიუში, ერიკ აბიდალმა განაცხადა, რომ ერნესტო ვალვერდეს მწვრთნელობისას ზოგიერთი მოთამაშე ვარჯიშებზე ბოლომდე არ იხარჯებოდა. "ბარსას" სპორტულმა დირექტორმა დასძინა, რომ ისინი მთავარი მწვრთნელით უკმაყოფილონი იყვნენ. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, Instagram-ის მეშვეობით, ლიონელ მესი აბიდალს საჯაროდ დაუპირისპირდა და ფრანგს საკუთარის საქმის კეთებისკენ მოუწოდა. ლეომ ამ ყველაფერს სრული აბსურდი უწოდა და ყოფილ თანაგუნდელს ფეხბურთელების ვინაობის დასახელება მოსთხოვა.
- 17 თებერვალს Catalunya SER-მა განაცხადა, რომ "ბარსელონამ" მედიის წარმომადგენლების მოსყიდვისათვის 1 მილიონი ევრო გაიღო. ჟურნალისტების მისია ჟოზეპ მარია ბართომეუს რეპუტაციის დაცვა, ყოფილი მოთამაშეებისა და საარჩევნო კანდიდატების იმიჯის შელახვა იყო.
- 30 მარტს კატალონიელთა ლიდერმა, ლიონელ მესიმ დაადასტურა, რომ მოთამაშეები ხელფასების შემცირებას ყოველთვის ეთანხმებოდნენ. ამით არგენტინელმა კლუბში მყოფ იმ ადამიანებს უპასუხა, რომლებიც სიტუაციაში გარკვეულნი არ იყვნენ და ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ.
- 8 აპრილს "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტმა, ემილი რუსომ Marca-სთან განაცხადა, რომ ბართომეუმ უღალატა და პოსტის დატოვება მოსთხოვა. მართლაც, გუშინ გაირკვა, რომ პოსტი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" 6 კანდიდატმა დატოვა . მათ შორის არიან: ემილი რუსო, ენრიკე ტომბასი, სილვიო ელიასი და ჟოზეპ პონტი. მოგვიანებით, როუსადიმ კლუბის პრეზიდენტი კორუფციაშიც დაადანაშაულა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]