როგორი იქნება დემბელეს მომავალი?

როგორი იქნება დემბელეს მომავალი?

ნეიმარმა ოთხ სეზონში ჩემპიონატი ორჯერ მოიგო და პარიზში წავიდა, დემბელემ კი იგივე ორ სეზონში მოახერხა და მოცემული მდგომარეობით, სამ სეზონში სამი ჩემპიონატის მოგების რეალური შესაძლებლობა აქვს. მართალია ისიც, რომ მიმდინარე სეზონში მან ტრავმის გამო მხოლოდ 9 თამაშში მიიღო მონაწილეობა და საჩვენებელი გოლები ჯერ კიდევ წინ აქვს. ერთადერთი მიზეზი, რითაც მან გასულ 3 წელიწადში ყურადღება მიიქცია, გაუთავებელი კუნთის ტრავმები და ორი სერიოზული ოპერაცია იყო. მიუხედავად ამისა, ინგლისსა და იტალიაში იციან მისი შესაძლებლობები და მზად არიან შესაძენად. მისი გამოსარჩევი მახასიათებლები სისწრაფე, წარმოუდგენელი აჩქარება და ორივე ფეხის ერთნაირად მაღალ დონეზე ფლობაა.

ვალვერდე მწვრთნელობის პერიოდში დემბელეს მიმართ ვერანაირ წარმატებას ვერ აღწევდა. რამდენ მწვრთნელს სჭირდება ნაკლებად ნიჭიერი, მაგრამ სტაბილური ფეხბურთელი? ვინ მიიჩნევს უპირატესობად, პირველ რიგში, საიმედოობას, ტალანტზე მეტად? როდესაც ფეხბურთელს წასვლის შესახებ ჰკითხეს, მან "ბარსას" დატოვებაზე ინფორმაცია უარყო. ნებისმიერი კლუბის შემოთავაზების მიუხედავად, დემბელეს მაინც კატალონიურ გუნდში დარჩენა სურს.

მოკლედ, ზაფხულში ფრანგის სატრანსფერო თემა ნამდვილი სერიალი იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Fati
    სტუმარი [?]
    #3 11 აპრილი 2020 01:35
    9
    იმისდამიუხედავად რო იმედები ვერ გამართლა და მათ შორის მეც ვერ გამიმართლა ის რო მაგარი უდისწიპლინო შუშა ზარმაცი და ფაფხურა ფეღბურთელია სადღაც გულის სიღემეში მჯერა რო იფრენს ეს განიდონი❤️😀
    Culé [?]
    #2 11 აპრილი 2020 01:01
    2
    60+ მილიონს თუ გადაიხდიან წაიღონ, თუარადა ეგდოს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 11 აპრილი 2020 00:30
    7
    არსად არაა ეს გასაშვები ათამაშდება დარწმუნებული ვარ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued