AS: დაიო უპამეკანოს კარიერის გაგრძელება "რეალში" სურს
"ბარსელონას" ერთ-ერთ სატრანსფერო სამიზნეს, დაიო უპამეკანოს ზაფხულში "რედ ბულ ლაიფციგის" დატოვება სურს.
Diario AS-ის ცნობით, კატალონიურ კლუბს ფრანგი მცველის შეძენა გაუჭირდება, რადგან მას მადრიდის "რეალში" გადასვლა სურს.
ამასთან, ახალგაზრდა ფეხბურთელს გერმანულ გუნდთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება, ამის გამო კი "ლაიფციგი" მის გაყიდვას შეეცდება, რათა იგი უფასოდ არ დაკარგოს.
L'Equipe-ს თანახმად, უპამეკანოს გამოსასყიდი თანხა 72.9-დან 54.5 მილიონ ევრომდე შეადგენს.
გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდელთა მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს თანამემამულის "სანტიაგო ბერნაბუეზე" მიყვანა ძალიან უნდა, რომელმაც მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ეგიდით, 29 მატჩში თავი 1 ასისტით გამოიჩინა. Transfermarkt-ი დაიოს 45 მილიონ ევროდ აფასებს.
შეგახსენებთ, "ბარსელონა" 21 წლის მოთამაშეს ჟერარ პიკეს ჩამნაცვლებლად განიხილავს, რომელიც უკვე 33 წლისაა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]