რუშთუ რეჩბერი: "ბარსელონას" მხარდაჭერა არასდროს დამავიწყდება
"ბარსელონას" ყოფილმა თურქმა მეკარემ, რუშთუ რეჩბერმა, რომელმაც კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაამარცხა, კატალონიურ კლუბს ავადმყოფობის დროს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"ბარსელონას" მხარდაჭერა ავადმყოფობის დროს და მის შემდეგ დიდი სტიმული იყო. კარლოს ნავალმა და ჩემი ტერესმა (კლუბის წევრები) პრეზიდენტისა და მთელი კლუბის სახელით გამოჯანრთელება მისურვეს.
მსგავს მომენტებში სწორედ ასეთი მცირე დეტალები მთავარია. ეს არასდროს დამავიწყდება.
ვერასდროს დავივიწყებ "ბარსას" მხარდაჭერას იმ დროს, როდესაც კორონავირუსის გამო სიკვდილის პირას ვიყავი. მინდა, მათ იცოდნენ, რომ "ბლაუგრანას" განკარგულებაში ყოველთვის ვიქნები. მსურს, მადლობა გადავუხადო მთელ კლუბს, განსაკუთრებით ბართმეუს", - ციტირებს რუშთუ რეჩბერის სიტყვებს AS.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]