ლოთარ მათეუსი უპამეკანოს "ბარსელონაში" ტრანსფერს ეწინააღმდეგება
ლოთარ მათეუსი დაიო უპამეკანოს "ბარსელონაში გადასვლას არ ეთანხმება და ამ ტრანსფერის ჩაშლა სურს. მისი აზრით, ფრანგმა "ლაიფციგში" ჯერ კიდევ რამდენიმე სეზონი უნდა ჩაატაროს.
Sky Germany-სთან საუბრისას, გერმანელმა ლეგენდამ 21 წლის მცველის მომავალზე შემდეგი კომენტარი გააკეთა:
"მე მას მომავალში დიდ კლუბში ვხედავ, თუმცა ამისთვის გამოცდილება სჭირდება."
"ის ახალგაზრდა ფეხბურთელია, საკმაოდ მაღალი დონის, პოზიციურად კარგად თამაშობს და 21 წლის კვალობაზე ტანს შესანიშნავად ფლობს. თუმცა, 1-2 წლით "ლაიფციგში" დარჩენა მისთვის ურიგო ნამდვილად არ იქნება."
"ლაიფციგი" ტოპ კლუბია. მე ჯერ კიდევ ვხედავ ასპექტებს, რაშიც 1-2 პროცენტით გაუმჯობესება სჭირდება. მიუხედავად ამისა, ის მაღალი დონის ფეხბურთელია და ამიტომაც არ მიკვირს, რომ დიდი ევროპული კლუბები უკვე ინტერესდებიან."
L'Equipe-ს ცნობით, უპამეკანოს გამოსასყიდი თანხა ზაფხულში 80-დან 60 მილიონ ევრომდე დაიწევს. Transfermarkt მას 45 მილიონად აფასებს.
შეგახსენებთ, რომ კატალონიელებს ახალგაზრდა მცველის შეძენა სურთ, რადგანაც პიკე უკვე 33 წლისაა. ფრანგი მცველი კი მომავალში მის შეცვლას იდეალურად მოახერხებს.
გასულ კვირას, მადრიდულმა გამოცემამ, Diario AS-მა დაწერა, რომ მადრიდის "რეალი" მის გადმობირებას აქტიურად ცდილობს. დაიო უპამეკანო ზინედინ ზიდანის დიდი თაყვანისმცემელია. იმავე წყაროს ინფორმაციით, "ლაიფციგის" ხელმძღვანელობა 21 წლის ფეხბურთელის ამ ზაფხულშივე წასვლასთან დაკავშირებით, უკვე ინფორმირებულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]