ლიონელ მესი კიდევ ერთი რეკორდის დამხობის ზღვარზე

ლიონელ მესი კიდევ ერთი რეკორდის დამხობის ზღვარზე

კატალონიის "ბარსელონას, ლიდერი, ლიონელ მესი ფეხბურთის ისტორიაში ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორია.

ლეგენდარულმა არგენტინელმა გოლებთან დაკავშირებული არაერთი რეკორდი დაამყარა, თუმცა მას, მიმდინარე სეზონში, კიდევ ერთი შესანიშნავი შედეგის დაფიქსირების შესაძლებლობა აქვს.

Tribuna.com-ის ინფორმაციით, 32 წლის თავდამსხმელს მეშვიდე "პიჩიჩის" მოგება და ბილბაოს "ატლეტიკის" ლეგენდის, ტელმო სარას ჩამოტოვება შეუძლია. ამჟამად ისინი, 6-6 გამარჯვებით, პირველ ადგილს იყოფენ.

მესიმ პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში 19 გოლი გაიტანა და უახლოეს მდევარ ქარიმ ბენზემას 5 გოლით უსწრებს. საფეხბურთო სეზონის განახლების შემდეგ, რომელიც Covid-19-ის გამო შეჩერებულია, ნაკლებად სავარაუდოა, ლეომ პირველობა ვინმეს დაუთმოს.

"ლა პულგას" აღნიშნული ჯილდო 2010, 2012, 2013, 2017, 2018 და 2019 წლებში გადაეცა.

შეგახსენებთ, "პიჩიჩით" მადრიდული გამოცემა Marca ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირს ასაჩუქრებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 22 აპრილი 2020 00:43
    0
    მოიგებს უეჭველი
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 20 აპრილი 2020 21:32
    3
    მოიგებს კიდეც

    იმენა ტელმო ზარა საფლავში არ მოასვნა კაცმა რამდენი რეკორდი მოუხსნა ერთი კოპა დელ რეიზე გატანილ გოლების რეკორდს ვერ მოუხსნის ალბათ 81 გოლი აქვს გატანილი ზარას და მესის 53 გოლი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #1 20 აპრილი 2020 19:59
    4
    აბა რა ლეომ ყველა რეკორდი უნდა დაამხოს რადგან ის საუკეთესოა