ვის აქვს მიღებული ყველაზე მეტი წითელი ბარათი "ბარსელონას" ისტორიაში?

ვის აქვს მიღებული ყველაზე მეტი წითელი ბარათი "ბარსელონას" ისტორიაში?

ევროპაში "ბარსელონა" ერთ-ერთ ყველაზე "სუფთად" მოთამაშე გუნდად ითვლება. თუმცა არიან ფეხბურთელები, რომელთაც კარიერის განმავლობაში წითელი ბარათი რამდენჯერმე მიუღიათ.

Marca გვთავაზობს "ბარსელონას" იმ რვა ფეხბურთელს, რომელიც მოედნიდან ყველაზე მეტჯერ გაუძევებიათ.

სიის სათავაში პეპ გვარდიოლა და ხრისტო სტოიჩკოვი არიან. მათ ანგარიშზე 8 წითელი ბარათია. შემდეგ მოდის ტიაგო მოტა, რომელმაც "ბლაუგრანას" მაისურით ჩატარებულ 96 შეხვედრაში თავი 7 გაძევებით გამოიჩინა. ბოლოს კი ერთბაშად 5 ფეხბურთელია: ჟერარ პიკე, მიგელ ანხელ ნადალი, ალბერტ ფერერი, რონალდ კუმანი და რაფაელ მარკესი. თითოეულს ექვს-ექვსი წითელი ბარათი აქვს მიღებული.

  • პეპ გვარდიოლა
  • ხრისტო სტოიჩკოვი
  • ტიაგო მოტა
  • ჟერარ პიკე
  • მიგელ ანხელ ნადალი
  • ალბერტ ფერერი
  • რონალდ კუმანი
  • რაფაელ მარკესი

ამ მხრივ, "ბარსელონას" მიმდინარე სეზონში ცუდი შედეგები აქვს. წელს "ბარსას" ფეხბურთელი მოედნიდან უკვე 5-ჯერ გააძევეს. მათ შორის, ყველაზე მეტჯერ კლემან ლანგლე (ორჯერ).

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 21 აპრილი 2020 21:27
    0
    ვა პეპი ასეთი უხეში იგროკი იყო?
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 21 აპრილი 2020 14:54
    2
    ამათ ყველას ერთად აღებულს მოუჯოკრავს რამოსი, მოლაპარაკე, ორფეხა ცხოველი.
    [?]
    #3 21 აპრილი 2020 14:18
    1
    ციტატა: BarcelonaFanTV
    გვარდიოლას უყურეთ

    არადა უხეში არ იყო პროსტა ნელი იყო და სისწრაფეში წაგებული ბრძოლის მერე თამაშის წესს არღვევდა. კიდე ინიესტაა ლიდერი წითელი ბარათებით :D:D:D
    Culé [?]
    #2 21 აპრილი 2020 13:47
    0
    ძაან გაუხეშდა ბარსა, ამდენი ჯარიმას გუნდი იღებდეს არ მახსოვს
    BarcelonaFanTV
    სტუმარი [?]
    #1 21 აპრილი 2020 13:09
    1
    გვარდიოლას უყურეთ