კიკე სეტიენმა ანტუან გრიზმანის მომავალზე ისაუბრა
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა, გუნდის ფრანგი თავდამსხმელის, ანტუან გრიზმანის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
"არ მინდა, გრძელვადიან საკითხებზე ვიფიქრო. მხოლოდ ახლო მომავალზე ვარ ფოკუსირებული. მართალია, გრიზმანის შესახებ მედიაში გარკვეული ჭორები ვრცელდება, მაგრამ ვცდილობ, ამის გავლენის ქვეშ არ მოვექცე. ამაზე საუბარი ძალიან ადრეა, რადგან გაურკვეველი ფაქტორები არსებობს", - ციტირებს სეტიენის სიტყვებს El Larguero.
ანტუან გრიზმანის სახელს, ბოლო დროს, "პარი სენ-ჟერმენსა" და "ინტერს" აქტიურად უკავშირებენ, თუმცა ცნობილია, რომ თავად 29 წლის შემტევს კატალონიურ კლუბში დარჩენა სურს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]