მარტინ ბრეითუეიტი: ყველაზე მეტს ვვარჯიშობ
კატალონიური კლუბის დანიელი შემტევი, მარტინ ბრეითუეიტი აცხადებს, რომ "ბარსაში" ყველაზე მონდომებული ფეხბურთელია.
"ბარსელონას" მოცემული გეგმა ჩემი დღის ვარჯიშის მხოლოდ მესამედს შეადგენს. ასე იმიტომ ხდება, რომ სისწრაფისა და ამტანობის გასაუმჯობესებლად ინდივიდუალური სავარჯიშოები დავამატე.
ვიცი, რომ ჩემსავით მონდომებით არავინ შრომობს და ვარჯიშობს. ახლა ყურადღებას უფრო მეტად დეტალებზე ვამახვილებ, ვიდრე აქამდე.
როდესაც სეზონი განახლდება, ფიზიკურად და მენტალურად მზად ვიქნები. მინდა, სასტარტო შემადგენლობაში ადგილი მქონდეს და ბევრი გოლი გავიტანო. როდესაც "ბარსელონაში" თამაშობ, ბევრი შანსი გეძლევა. ჩემი შესაძლებლობები ჯერ არ მიჩვენია, თუმცა ვგრძნობ, რომ კლუბში და ლიგაში ერთ-ერთი ტოპ მეგოლე გავხდები ", - ციტირებს ბრეითუეიტის სიტყვებს Marca.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]