რივალდო: ვილიანი "ბარსელონაში" გაამართლებს

რივალდო: ვილიანი "ბარსელონაში" გაამართლებს

Betfair-თან ტრადიციულ რუბრიკაში რივალდო ვილიანის "ბარსელონაში" შესაძლო ტრანსფერს შეეხო. ბრაზილიელის თქმით, მისი თანამემამულე სწორედ ის ფეხბურთელი შეიძლება აღმოჩნდეს, რომელიც კატალონიური კლუბის რამდენიმე კოლოსალურთანხიანი წარუმატებელი ტრანსფერის შემდეგ გაამართლებს.

"ვილიანს გასულ პერიოდში "ბარსელონას" უკავშირებდნენ და ჩემი აზრით, ის კატალონიურ კლუბში გაამართლებს. მას თავისი მახასიათებლებისა და უნარების წყალობით, შეუძლია, მნიშვნელოვან მომენტში თამაშში ცვლილება შეიტანოს."

"გასულ რამდენიმე წელიწადში, "ბარსამ" ტოპ-ფეხბურთელები შეიძინა, მათ შორის ანტუან გრიზმანი, რომლებიც თავიანთი საუკეთესო თვისებების გამომჟღავნებას მესის გვერდით ცდილობენ. შესაძლოა, არსებული პასუხისმგებლობა და წნეხი მათთვის ჯერ კიდევ რთული გადასატანია."

"არ ვიცი ზუსტად, თუ როგორი აღმოჩნდება ეს ყველაფერი ვილიანისთვის, მაგრამ მე "ბარსელონას" ვურჩევ, რომ სატრანსფერო ბაზარზე ფრთხილად იმოქმედოს, განსაკუთრებით, დიდი თანხის ხარჯვის მხრივ. ასეთი ტრანსფერები კლუბისთვის არცთუ ისე სახარბიელო გამოდგა."

"მოთამაშეები მესის ყოფნით შეშინებულები არიან, ეს იყო კლუბისთვის მთავარი პრობლემა ახალახანს.  ამიტომაც ხელმძღვანელობამ სწორად უნდა შეაფასოს ფეხბურთელების შინაგანი თვისებები და განსაზღვროს იმის შესაძლებლობები, თუ რამდენად აქვთ მათ "კამპ ნოუზე" მაღალ დონეზე თამაშის რესურსი."

მიმდინარე სეზონში ვილიანმა ""ლურჯების"" რიგებში 28 მატჩი ჩაატარა და 7 გოლთან ერთად 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ousmane dembele 11
    სტუმარი [?]
    #3 1 მაისი 2020 09:51
    2
    რივალდო უდიდესი პატივის ცემის მიუხედავ შეეშვი ამ ბრაზილიელების ქებას და ცოტა ობიექტური იყავი
    Anssumane
    სტუმარი [?]
    #2 1 მაისი 2020 08:56
    0
    მალმალე თქვი არ დაგამიწყდეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 1 მაისი 2020 00:26
    2
    ვილიანი არა ზიკო და გარინჩა ურჩიე კიდე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued