კიკე სეტიენი: არტურის ადგილას, "ბარსას" დატოვების სურვილი არც მე მექნებოდა
La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა სატრანსფერო ჭორებზე ისაუბრა.
"ბლაუგრანას" დირექტორებთან ხშირად ვსაუბრობ, თუმცა არტურისა და მირალემ პიანიჩის თემაზე არავის არაფერი უთქვამს.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბრაზილიელმა უკვე ორჯერ განაცხადა, რომ კატალონიურ კლუბში დარჩენა სურს და მისი იდეალურად მესმის. მელოს ადგილას, იმავეს ვიფიქრებდი - არც "ბარსას" დავტოვებდი და არც მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის გვერდით თამაშის შესაძლებლობას გავანიავებდი.
პიანიჩი? დიდებული ფეხბურთელია, თუმცა მხოლოდ იმ თემებზე საუბარი შემიძლია, რაც ახლა ხდება. სატრანსფერო ბაზარზე საუბარს ვერ გავბედავ. დიდი კლუბების უმეტესობას ბიუჯეტის გადაწყობა მოუწევს, რადგან ზარალი უაზარმაზარია. ძვირადღირებულ მოთამაშეებს ვერ გავწვდებით. თვენახევრიანი კრიზისი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ბევრი კლუბის ეკონომიკური დრამა ზედაპირზე ამოეტივტივებინა", - აცხადებს სეტიენი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]