ბოიან კრკიჩი: "ბარსელონა" საკუთარ იდეოლოგიას ღალატობს

ბოიან კრკიჩი: "ბარსელონა" საკუთარ იდეოლოგიას ღალატობს

"ბარსელონას" ყოფილი ამომავალი ვარსკვლავი და ამჟამად "მონრეალ იმპაქტში" მოთამაშე ბოიან კრკიჩი კატალონიურ კლუბს აკრიტიკებს.

"ბარსას" გეგმა ჰქონდა, ახლა ვურჩევ, რომ იმ ძველ კალაპოტს დაუბრუნდეს. "რეალს" აკადემიელთა გაყიდვა ყოველთვის ახასიათებდა, თუმცა "ბლაუგრანას" დიდებულებას სწორედ "ლა მასია" განაპირობებს.

ასე რომ არ იყოს, ლიონელ მესის, ჩავი ერნანდესისა და ანდრეს ინიესტას ხილვით ვერასდროს დავტკბებოდით. ხსენებული ფეხბურთელები არამარტო ერთი კლუბის, არამედ ზოგადად მსოფლიო სპორტის ისტორიის ნაწილნი არიან. ისინი 2010 წელს "ოქროს ბურთისათვის" ერთ სცენაზე იდგნენ და მსოფლიოს აჩვენებდნენ, რომ ჩვენ უნიკალურები ვართ.

არ ვამბობ, რომ სხვა მოთამაშეების შეძენა უნდა შეიზღუდოს. მაგალითად, ტრინკაუს გადაბირება სტრატეგიული ნაბიჯია. თუმცა, "ბარსას" მმართველები კითხვებს უპასუხოდ ტოვებენ. რა ხდება რიკი პუჩის თავს?! ანსუ ფატი კარიერას პირველ გუნდთან ერთად გააგრძელებს?!

ლუის სუარესის ტრავმის შემდეგ მარტინ ბრაითუეიტის შეძენა იმ მომენტს ჰგავდა, როდესაც სამუელ ეტო'ოს დაზიანების გამო მაქსი ლოპესი შეიძინეს. ამგვარი ქცევა სწორედ იმ ღირებულებებს ღალატობს, რამაც "ბარსელონას" დიდება მოუტანა", - ციტირებს ბოიანის სიტყვებს Sport.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 3 მაისი 2020 16:24
    4
    ლა მასიას ყოველთვის ყავს ნიჭიერი ახალგაზრდები. საწყისშივე ეძებენ ტალანტებს და ზრდიან... ბევრი კარგი ფეხბურთელი გვინახავს ბოლო წლებშიც... უბრალოდ ვერ შეიგნო ხალხმა რომ ბარსა აღარაა ის რაც გვარდიოლას მოსვლამდე იყო. თამასა აიწია და აღარავინ მიცემს ბავშვს დროს შეეგუოს და განვითარდეს მთავარ გუნდში.ერთ-ორ თამაშს ათამაშებენ და თუ არ მოწყვიტა ვარსკვლავები ვსიო უშვებენ...ჩავია და ინიესტას წლები დაჭირდათ გამხდარიყვნენ გუნდის ხერხემლები. ბიჭებს სპეციალურად ამ ფილოსოფიისთვის ამზადებენ... მერე მთავარ გუნდში ხვდებათ ვალვერდეები და სეტიენები და საყვედურობენ რატო ვერ თამაშობო. ანსუს გაუმართლა...სხვებზე ბევრად ნიჭიერია და თან მისიპოზიციის ხალხიც დაიმტვრა.. გოლების ალღოც აქვსმის ასაკთანშედარებით.მოკლედ ეხლაბევრად რთულია რა...მაშინ პროექტი უნდა დაისახონ... გაუშვან ბებრები.. თქვან ახალგაზრდებით ახალ პროექტს ვიქყებთო... 2-3 წელზე გათვალონ გუნდის თავიდან აშენება... მოუყვანონ კარგი მწვრთნელი და ისევ დაიწყონ 10 წლიანი გეგმა როგორც პეპმა გააგრძელა რაიკაარდისნაშწნები... ხავი იზამს ალბათ მაგას.. მანამდე ახლანდელი ავტორიტეტები უნდა წავიდნენ გუნდიდან. კი დაბერდა მამენტ ყველა და ისედაც წავლენ თავისით მალე
    [?]
    #4 3 მაისი 2020 14:06
    7
    ციტატა: M10 S9 D11
    ხო მარა რო ვეღარ გვაძლევს ეს ლა მასია ისეთ იგროკებს ვინც ღირსია ძირითადში თამაშის მაგას რა ვუყოთ

    იმიტო რო ახალგაზრდას განვითარება უნდა. ვალვერდეებით სეტიენებით და ეგეთებით ვერ განავითარებ. მწვრთნელია საჭირო ბარსას იდეოლოგიის და ფილოსოფიის. თორე სეტიენივით ბურთის წინ და უკან გორაობა არაა ბარსას ფილოსოფია. დარწმუნებული ვარ ეს მწვრთნელები თავის დროზე არც ბუსკეცს დააწინაურებდნენ არც პედროს და არც სხვას. გახსოვთ პეპის დროს როგორ ფრინავდა კუენკა? ტელიო ალკანრარა და ა.შ. არც კოლიადოა უნიჭო არც პუჩი არც მორიბა და არც ბევრი სხვა მარა შანსი 0. ქარს გაატანეს ადამა ტრაორე თავის დროზე, გრიმალდო, კუკურელია სიმონსი. თორე ბოატენგის ბრაიტვაიტის გომეშის პაულინიოს მინას და მაგეების ყიდვა.გუნდის ფილოსოფიის ღალატია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 3 მაისი 2020 13:49
    1
    ხო მარა რო ვეღარ გვაძლევს ეს ლა მასია ისეთ იგროკებს ვინც ღირსია ძირითადში თამაშის მაგას რა ვუყოთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Arthur008
    სტუმარი [?]
    #2 3 მაისი 2020 13:19
    1
    100%
    Sergio5
    სტუმარი [?]
    #1 3 მაისი 2020 12:13
    1
    მართალია ეს კაცი რას ვერჩით

    მაქსი ლოპესის და ბრეიათვეითის შედარება მომეწონა