ლუის დე ლა ფუენტე: ანსუ ფატიმ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს
ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ "ბარსელონას" ამომავალ ვარსკვლავზე, ანსუმანე ფატიზე ისაუბრა.
"თავიდანვე აღვნიშნე, რომ ანსუ მშვიდად უნდა იყოს, სხვა არაფერი სჭირდება. კლუბთან შედარებით, ნაკრებში სათამაშოდ მცირე დრო ეძლევა, თუმცა თავის მომენტს უნდა დაელოდოს. ჯერ ძალიან ახალგაზრდაა", - ციტირებს სპეციალისტის სიტყვებს Mundo Deportivo.
როგორც ცნობილია, დე ლა ფუენტე 17 წლის ტალანტის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე წაყვანას გეგმავს, რომელიც, Covid-19-ის გამო, 2021 წლამდე გადაიდო.
ანსუ ფატი მიმდინარე სეზონის ნამდვილი აღმოჩენაა. წარმოშობით გვინეა-ბისაუელი ფეხბურთელი 19-წლამდელთა შემადგენლობიდან პირდაპირ "ბარსას" პირველ გუნდში აღმოჩნდა. ამ დროისთვის მან, კატალონიელთა რიგებში, 24 მატჩში თავი 5 გოლითა და 2 ასისტით გამოიჩინა.
რაც შეეხება ნაკრებს, ახალგაზრდა მოთამაშემ ესპანეთის 21-წლამდელებში 2 შეხვედრა (მონტენეგროსა და მაკედონიასთან) ჩაატარა, ისრაელთან დაპირისპირებაში კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]