"არსენალმა" "ვულვზი" დაამარცხა

"არსენალმა" "ვულვზი" დაამარცხა

როგორც იცით, 16 თებერვალს (ოთხშაბათს) გაიმართება  "ჩემპიონთა ლიგის" მატჩი "არსენალსა" და "ბარსელონას" შორის ლონდონში "ემირეითს სთედიუმზე". "არსენალმა" დღეს თავისი მატჩი პრემიერ–ლიგაში მოიგო "ვულვზის" წინააღმდეგ სახლში 2:0. 

ბრწყინვალე ფორმაშია ჰოლანდიელი რობინ ვან პერსი, მან ეს დღესაც დაადასტურა, რობინმა დღეს დუბლი გაიფორმა და გუნდს მეტად მნიშვნელოვანი სამი ქულა შესძინა. მოგეხსენებათ, წინა კვირაში "მეთოფეთათვის" საშინელი მატჩი იყო, ალბათ ყველას გახსოვთ "ნიუკასლთან" 4:4, იმ ფაქტიურად "მარცხის" შემდეგ "არსენალმა" მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა და მანჩესტერ იუნაიტედს ინგლისის ჩემპიონატში არ ჩამორჩა.

"არსენალისა" და "ბარსელონას" მატჩი 16 თებერვალს თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.