რობინ ვან პერსი განაცხადშია

რობინ ვან პერსი განაცხადშია

რობინ ვან პერსი ჩემპიონთა ლიგის მერვედ-ფინალური მატჩის განაცხადშია. შესაძლოა მან მონაწილეობა მიიღოს ”ბარსელონას” წინააღმდეგ თამაშში. ამის შესახებ ინფორმაციას ლონდონის ”არსენალის” ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

ჰოლანდიელმა ფორვარდმა 27 თებერვალს, ”კარლინგის თასის” ფინალში მუხლის ტრავმა მიიღო. მიუხედავად ამისა, მან მონაწილეობა მიიღო დღევანდელ ვარჯიშში და ის თანაგუნდელებთან ერთად ესპანეთში გაემგზავრა.

არსენ ვენგერმა 19 კაციანი განაცხადი შეადგინა. ჩემპიონთა ლიგის მატჩის დაწყებამდე მათი რიცხვი თვრამეტ კაცამდე შემცირდება.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, თბილისის დროით 23:45 წუთზე გაიმართება ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედ-ფინალური შეხვედრა კატალონიის ”ბარსელონასა” და ლონდონის ”არსენალს” შორის. პირველი მატჩი აღნიშნულ გუნდებს შორის ლონდონელთა მინიმალური უპირატესობით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.