ლუის ენრიკემ "ბარელონას" მადლობა გადაუხადა

ლუის ენრიკემ "ბარელონას" მადლობა გადაუხადა

"ბარსელონას" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, კლუბს მილოცვისა და იუბილესადმი მიძღვნილი ვიდეოსთვის მადლობა გადაუხადა.

ესპანელი 50 წლის პარასკევს გახდა და "ბარსამ", მის საპატივსაცემოდ, ოფიციალური ტვიტერის გვერდზე 1997/98 წლებში გამართულ "ელ კლასიკოში" გატანილი გოლი გაიხსენა.

ენრიკემ ამის პასუხად საკუთარ გვერდზე დაწერა:

"ბარსელონაში" ყველაფერი განსხვავებული იყო. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, მუდამ "კულე"... გაუმარჯოს "ბარსას"! გაუმარჯოს კატალონიას!"

ლუის ენრიკე "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2014-2017 წლებში იყო. ამ პერიოდში კლუბს შთამბეჭდავი შედეგები და პერფორმანსები ჰქონდა. 2014-15 წლების სეზონში გუნდმა 5 ტიტულის მოპოვება მოახერხა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 10 მაისი 2020 08:08
    0
    ასწორებს რეალს რომ ასეთ კაცს აახევ და ისტორიას დაწერ.. ლუჩოს ბარსა რაღაც მკვლელი იყო არასდროს მაკლდა ის რომ გოლი როდის გავა სიამოვნებით უყურებდი .. იმედია უკეთესი წლები გველის.. ისტორიისთვის მადლობა ლუჩოს..
    დომენტი
    სტუმარი [?]
    #2 9 მაისი 2020 11:12
    3
    ისტორია დაწერა კაცმა...ტრიპლეტი და სულ ხუთი ტიტული სეზონში.მადლობ ლუო
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #1 8 მაისი 2020 22:32
    5
    ფეხბურთელიც საოცარი იყო ლუჩო და მწვრთნელობაც კარგად გამოსდის