"ლივერპული" "ბარსას" ტანგი ნდომბელესთვის ბრძოლაში შეეცილება
FootMercato-ს ცნობით, "ლივერპული" "ბარსელონას" ტანგი ნდომბელესთვის ბრძოლაში შეუერთდა.
"მერსესაიდელებს" ფრანგი ნახევარმცველის შეძენა იჯარით, თუმცა გამოსყიდვის უფლებით სურთ. "წითლებს" მისი დამატება გასულ ზაფხულშიც უნდოდათ, თუმცა 54 მილიონი ევროს გადახდას არ დათანხმდნენ და შესაბამისად, ნდომბელე "ლიონიდან" "ტოტენჰემში" აღმოჩნდა.
23 წლის მოთამაშის მიმართ ჟოზე მოურინიოს დიდი სიმპათიები არ გააჩნია და გავრცელებული ჭორების მიხედვით, მასთან ერთად მომავალში მუშაობა არც ფრანგს სურს.
მიუხედავად "ლივერპულის" მხრიდან აქტიურობისა, კატალონიელები ტანგის ტრანსფერზე კვლავაც ფავორიტები არიან. თუმცა, დიდ ხანს უმოქმედობაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გამართლებული არ იქნება.
უკანასკნელი ცნობებით, "ბარსელონა" მის წარმომადგენელს ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით უკვე ესაუბრა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]