"ბარსელონას" 5 ფეხბურთელი FIFA 20-ის ლა ლიგის გუნდში მოხვდა
მიუხედავად იმისა, რომ სეზონი ჯერ არ დასრულებულა, EA SPORTS-ს სულ სხვა გეგმები აქვს.
საფეხბურთო სიმულატორმა, FIFA 20-მა, ლა ლიგის სეზონის გუნდის პირველი ვერსია გამოაქვეყნა. ამ გუნდში "ბარსას" 5 ფეხბურთელი მოხვდა.
ლეო მესი (99)
ლუის სუარესი (97)
ანტუან გრიზმანი (96)
მარკ ანდრე ტერ-შტეგენი (95)
ფრენკი დე იონგი (94)
დანარჩენი ფეხბურთელების ჩამონათვალი და რეიტინგები კი ასეთია: რაფაელ ვარანი (97), ქარიმ ბენზემა (97), იან ობლაკი (96), ტონი კროოსი (96), სერხიო რამოსი (96), ნაბილ ფეკირი (96), სანტი კასორლა (94), დანი კარვახალი (94), დანი პარეხო (93), ჟერარდ მორენო (93), მარტინ ედეგორი (92), დიეგო კარლოსი (91), იური ბერჩიჩე (89), ლუკას ოკამპოსი (88) და ლუკას პერესი (88).
დარჩენილი სეზონის შედეგები, რა თქმა უნდა, ამ გუნდზეც იმოქმედებს, შესაბამისად, "ბარსელონას" შანსი ექნება, რომ უფრო მეტი ფეხბურთელით იყოს წარმოდგენილი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]