ლა ლიგის დარჩენილი სეზონი, შესაძლოა, VAR-ის გარეშე გაგრძელდეს

ლა ლიგის დარჩენილი სეზონი, შესაძლოა, VAR-ის გარეშე გაგრძელდეს

El Chiringuito-ს ცნობით, ლა ლიგა სეზონს VAR-ის გარეშე განაახლებს.

ეს ცვლილება დროებითი იქნება და ვიდეო გამეორების გარეშე მხოლოდ სეზონის დარჩენილი ნახევარი გაგრძელდება.

აქამდე, ფიფამ საფეხბურთო ჩემპიონატებს VAR-ის გამოყენების დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით ნება უკვე დართო.

მმართველი ორგანოს ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ:

"იმ ჩემპიონატებს, სადაც ვიდეო გამეორების სისტემა უკვე დანერგილია, ორგანიზატორების შეხედულებისამებრ, უფლება აქვთ ამ ტექნოლოგიის გამოყენება დროებით შეწყვიტონ. თუმცა, იქ, სადაც VAR-ს იყენებენ, ამ შეზღუდვას მხოლოდ დროებით ხასიათი ექნება და მომავალში მას კვლავ გამოიყენებენ."

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის განახლება 20 ივნისს იგეგმება. სეზონის დასრულებამდე 11 მატჩია დარჩენილი. 27 ტურის შემდეგ ცხრილს "ბარსელონა" ლიდერობს და მის მდევარს, მადრიდის "რეალს", 2 ქულით უსწრებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ჯერემი რენერი
    სტუმარი [?]
    #5 10 მაისი 2020 12:43
    0
    სისულელეა..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 10 მაისი 2020 08:44
    2
    უჰ მოუგია აბა რეალს ლა ლიგა და ეგაა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 10 მაისი 2020 00:50
    1
    ანუ რეალმა ლა ლიგა შეუკვეთა?
    Culé [?]
    #2 10 მაისი 2020 00:48
    5
    ბევრჯერ მსაჯი ბარსას სასარგებლოა შემცდარა და არ დავემსგავსოთ მადრიდელ სექტას ვაღიაროთ რაც მართლა მოხდა. განსხვავება ისაა რომ რეალი მსაჯის შეცდომებს იყენებდა და ტიტულსაფ იგებდა, ბარსა კიდე ჩემ ფეხებს. პესეჟესთან მსაჯი რო დაგვეხმარა რა მერე სამარცხვინოდ გავარდნენ იუვესთან, აი რეალმა კიდე ბაიერნი რო გააგდო მოიგო კიდეც ლიგა
    Pablos ar abia
    სტუმარი [?]
    #1 10 მაისი 2020 00:16
    3
    გულაობს სამადრიდეთი