"ინტერი" ლაუტარო მარტინესის ტრანსფერის დაჩქარებას ცდილობს
როგორც ჩანს, ლაუტარო მარტინესის ტრანსფერი მილანის "ინტერიდან" "ბარსელონაში" ამ ზაფხულში გაოფიციალურდება.
Sport-ის ცნობით, სერია A-ს გრანდს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და კატალონიური გუნდისაგან მოვლენების განვითარების დაჩქარებას ითხოვს.
"ნერაძურის" სურს, რომ "ბარსამ" ლაუტაროს შეძენა ამავე თვეში დაადასტუროს, რისი საშუალებითაც არგენტინელი თავდამსხმელის ჩამნაცვლებლისთვის ფინანსები უკვე მობილიზებული ექნება.
როგორც მოგეხსენაბათ, "ბლაუგრანა" გამოსასყიდი თანხის, 111 მილიონი ევროს, გადახდაზე თანახმა არაა, ამიტომაც ტრანსფერში დამატებით ორი ფეხბურთელის ჩართვას გეგმავს.
იტალიაში წარმოჩენილი შედეგებისა და თამაშის გამო, მარტინესი კატალონიელებისათვის უმთავრეს სატრანსფერო პრიორიტეტს წარმოადგენს.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 31 შეხვედრაში მან 16 გოლის გატანა და 4 ასისტის გაკეთება მოახერხა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]