კარლეს ალენია "ბეტისში" თავს ბედნიერად გრძნობს
"ბარსელონას" ნახევარმცველი კარლეს ალენია, რომელიც იჯარის წესით "ბეტისში იმყოფება, ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტის შეწყვეტაზე თანახმა არაა და სევილიელებთან თანამშრომლობის სურვილი ჯერ კიდევ აქვს.
Radio Betis-თან ინტერვიუში მან განაცხადა:
"წარმოუდგენელი იქნებოდა, "ბეტისისთვის" უარი რომ მეთქვა. ბედნიერი ვარ, მიყვარს ქალაქი, ჩემი პირველი ვაჟი აქ შემეძინა და მომწონს, თუ როგორ ექცევიან აქ ფეხბურთელებს."
"მომავალი? რა თქმა უნდა, ამ საკითხზე საფეხბურთო სეზონის შეჩერებისას ბევრი ვისაუბრეთ, თუმცა, მომავალში მხოლოდ დარჩენილ 11 შეხვედრას განვიხილავ და ამაზე შორს, ჯერჯერობით, არ ვფიქრობ."
"ფოკუსირებული აუცილებლად ამაზე უნდა ვიყო. სევილიურ გუნდში ძალიან ბედნიერი ვარ და მომავალზე ფიქრისათვის ჯერ მიზეზი არ მაქვს. ვინ წარმოიდგენდა, რომ ჩემს თავს ასეთი რამ მოხდებოდა. ახლა მხოლოდ სევილიაზე ვფიქრობ ("ბეტისის" პირველი მოწინააღმდეგე განახლებული ლა ლიგის სეზონში)."
ალენია "ვერდიბლანკოს" იჯარის წესით, ზამთარში, "ბარსადან" შეუერთდა. მან, ყველა ტურნირზე ერთად, 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და აქტივში 4 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]