დემბელეს აღდგენითი პროცედურები ნელა მიმდინარეობს
2017 წლიდან უსმან დემბელე "ბარსელონას" გულშემატკივრებისთვის დასამახსოვრებელი უფრო მეტად უარყოფით ასპექტში იყო, ვიდრე დადებითში. Covid19-ის ტესტის გავლის შემდეგ, რომლის მიხედვითაც, მას ინფექცია არ აღმოაჩნდა, დემბელემ მაგნიტურ-რეზონანსული სურათი "სიუტატ ესპორტივაზე" გადაიღო. უსმანს მარჯვენა ფეხზე ბარძაყის ორთავა კუნთის მყესზე პერფორაცია აღენიშნებოდა. სამშაბათს, ESPN-ს ჟურნალისტს ფეხბურთელთან შეხვედრაც ჰქონდა ჩანიშნული, თუმცა, მან სამედიცინო დაწესებულება კომენტარის გარეშე დატოვა.
ყველანაირ შემთხვევაში, მისი დასკვნა ნამდვილად დიდი იმედგაცრუებაა. მიუხედავად იმისა, რომ ტრავმის მიღებიდან 3 თვის შემდეგ, ნაიარევი შეხორცებულია, კუნთს სრული შემადგენლობა და მოცულობა აღდგენილი ჯერაც არ აქვს. ეს ყოველივე იმის მანიშნებელია, რომ ფრანგის ჯანმრთელობის მდგომარეობა დათქმულ დროში ვერ დასტაბილურდება და მისი საჩემპიონთალიგო შეხვედრებისთვის მზადყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
როგორც გახსოვთ, თებერვლის შუა რიცხვებში, ფინეთში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ექიმებმა მას სარეაბილიტაციოდ 6 თვე უწინასწარმეტყველეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ აგვისტოში დემბელე მწყობრში უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, მის დაბრუნებას ყველა წინასასეზონო მატჩებისთვის ელოდა. თუმცა, ვირუსულმა პანდემიამ ფრანგის ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობის მცირე შანსები მაინც გააჩინა.
საფეხბურთო სეზონის ორთვიანი პაუზის პერიოდში ფეხბურთელს სამედიცინო მომსახურეობას ყატარში, "ასპეტარის სამედიცინო ცენტრში", უწევდნენ. "ბარსელონას" თანხმობის საფუძველზე, დემბელე დოჰაში ჩაფრინდა, რათა პრესტიჟული კლინიკის ექიმების ზედამხედველობის ქვეშ, პოსტოპერაციული სარეაბილიტაციო პერიოდი ეფექტურად გაევლო. თუმცა, დღეიდან იგი კლუბის მთავარ ფიზიოთერაპევტთან და სამედინო შტაბის უფროსთან, ჩავი ლინდესთან გადმოინაცვლებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]