რივალდო "ბარსელონას" ლა ლიგაზე კონცენტრირებას ურჩევს
"ბარსას" ლეგანდამ, რივალდომ, კლუბს მოსთხოვა სატრანსფერო თემებზე ფიქრი დროებით შეაჩეროს და ყურადღება მიაქციოს ლა ლიგას, რომელიც დაახლოებით ერთ თვეში განახლდება.
Sport-თან ინტერვიუში მან განაცხადა:
"ბარსელონამ" ყურადღება აწმყოსა და ლა ლიგის მომავალ მატჩებს უნდა დაუთმოს, სატრანსფერო საუბრებზე სალაპარაკო დრო კვლავ იქნება."
ბრაზილიელმა კომენტარი ასევე მირალემ პიანიჩის შესაძლო გადმოსვლაზეც გააკეთა და არტურის "კამპ ნოუზე" დარჩენას მხარი დაუჭირა.
"პიანიჩი, ისევე, როგორც არტური, დიდებული ფეხბურთელია. ბრაზილიელი "იუვენტუსისთვის" განსაკუთრებული შენაძენი იქნება. ის "ბლაუგრანაში" აუცილებლად უნდა დარჩეს, რადგან ძალიან ახალგაზრდაა და ჯერ მხოლოდ მცირე ხანია, რაც კლუბში მოვიდა."
ბორბამ მის ერთ-ერთ საყვარელ თანამემამულეზე, ფილიპე კოუტინიოზეც, ისაუბრა:
"ზოგჯერ, როდესაც რაღაც გარემოებები ხელს გიშლის, შესაძლოა, სიტუაცია სრულად უარყოფითი კუთხით წარიმართოს. კოუტინიოსთვის ძალიან სასურველი იქნებოდა, თუ გაიბრწყინებდა და კლუბს შესაძლებლობებში ისევ დაარწმუნებდა."
ბრაზილიელი ლეგენდის ნათქვამი კატალონიელებისათვის გასათვალისწინებელია, რადგან მათ ცხრილში გამოკვეთილი უპირატესობა ჯერ კიდევ არ მოუპოვებიათ და მდევარს, მადრიდის "რეალს", მხოლოდ 2 ქულით უსწრებენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]