"ბარსელონას" პიანიჩისთვის ბრძოლაში კონკურენტი გამოუჩნდა

"ბარსელონას" პიანიჩისთვის ბრძოლაში კონკურენტი გამოუჩნდა

მირალემ პიანიჩისა და "ბარსელონას" სატრანსფერო საგა გრძელდება, თუმცა ფეხბურთელის შეძენის ახალი მსურველიც გამოჩნდა - "პარის სენ-ჟერმენის" სახით, იტყობინება RMC Sport.

პარიზული კლუბის სპორტულ დირექტორს, ლეონარდოს, ბოსნიელის შეძენა ჯერ კიდევ "ლიონიდან" სურდა.

გამოცემის ინფორმაციით, პიანიჩის ტრანსფერში "ბარსელონას" მთავარი კონკურენტი სწორედ "პარის სენ-ჟერმენი" იქნება, თუმცა კატალონიელებს მცირე უპირატესობა ექნებათ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.