კოუტინიოს აგენტი: ახლა კლუბებთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ
"ბარსელონას" საკუთრებაში მყოფ და "ბაიერნში" იჯარით მოთამაშე ფილიპე კოუტინიოს პრემიერ ლიგის კლუბებთან აკავშირებენ. ფეხბურთელის აგენტი, კია ჟორაბჩიანი TalkSport-თან ინტერვიუში ჭორებს ეხმაურება.
"ფილიპე კოუტინიო ტრავმირებულია. ბრაზილიელს 2 კვირის წინ ოპერაცია ჩაუტარდა და ვიმედოვნებთ, რომ სეზონის ბოლოს ჯანმრთელი იქნება.
ჭორები? ამ მომენტში, აღნიშნულ თემაზე მოლაპარაკებები არავისთან გვქონია. ვფიქრობ, ახლა ყველა პანდემიაზეა კონცენტრირებული", - ციტირებს აგენტის სიტყვებს Goal.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]