ჯორჯო კიელინი: ალკოჰოლი ვიდალის სუსტი წერტილი იყო

ჯორჯო კიელინი: ალკოჰოლი ვიდალის სუსტი წერტილი იყო

"იუვენტუსის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ჯორჯო კიელინიმ, ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, რომელშიც მკითხველს ყოფილი თანაგუნდელის, არტურო ვიდალის, შესახებაც უამბობს. იტალიელი წერს, რომ არტუროს დისციპლინასთან ჰქონდა პრობლემები.

"ხანდახან, იგი ნორმაზე მეტს სვამდა, ყველაფერი ვიცოდი. შეიძლება ითქვას, რომ ალკოჰოლი მისი სუსტი წერტილი იყო, თუმცა ამით მისი სპორტული და პიროვნული თვისებები ეჭვქვეშ არ დგება.

სისუსტე ადამიანური ბუნების ნაწილია. მთავარია, რა გავლენა აქვს მის მიერ გამოწვეულ შედეგებს გუნდზე. წელიწადში რამდენჯერმე "დიდი" არტურო ვარჯიშზე არ ცხადდებოდა და როდესაც მოდიოდა, ამბობდა, რომ ძალიან ბედნიერი იყო".

მან, აგრეთვე, აშშ-ში მომხდარი ფაქტიც გაიხსენა

"შეერთებული შტატების ტურში, უკანასკნელი ვარჯიშის წინა ღამეს, განგვათავისუფლეს. დილით კი, არტურო არსად ჩანდა. შემდეგ, ლოგინში იპოვეს და ძალით ააყენეს. ვარჯიშზე კი თავიდან მთვრალს ჰგავდა, ბურთს საერთოდ ვერ ხედავდა. კონტეს მისი დასჯა სურდა, თუმცა ვარჯიშის ბოლოს გიჟივით დარბოდა და ყველაზე უკეთ გაისარჯა.

რა უნდა უთხრა ასეთ ადამიანს, რომელსაც ყველაფერთან ერთად, გუნდისთვის ბედნიერებაც მოაქვს?", - წერს 35 წლის კიელინი.

ვიდალი, რომელიც დღეს "ბარსელონას" წევრია, "ბებერი ქალბატონის" ღირსებას, კიელინისთან ერთად, 2011-2015 წლებში იცავდა.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    LM10TheLegend
    სტუმარი [?]
    #6 16 მაისი 2020 11:58
    0
    მაინც ჩვენი ლომია მაგრამ ზოგჯერ აქვს რაღაც ჩავარდნები 😂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 16 მაისი 2020 00:37
    0
    75გრადუსიანი არაყი მაქ ჭაჭის.ორნახადი.ხუხოს და მერე ნახონ დათრობა რასაც ქვია
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #4 16 მაისი 2020 00:33
    0
    არტურო ერთი უნდა დაგათრო
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 15 მაისი 2020 23:06
    1
    წამო არტურჯან კანიაკი მივცხოთ 😂
    Culé [?]
    #2 15 მაისი 2020 21:38
    2
    წამო დავლიოთ არტურო :D:D
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 15 მაისი 2020 20:52
    1
    მხეცია არტურო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued