მასიმო მორატი: მესი "ბარსელონაში" დარჩება

მასიმო მორატი: მესი "ბარსელონაში" დარჩება

მილანის "ინტერის" ყოფილი პრეზიდენტი, მასიმო მორატი, აცხადებს, რომ ლიონელ მესი "ნერაძურის" არ შეუერთდება და კარიერას კატალონიურ კლუბში გააგრძელებს.

"ეს ყველას ოცნებაა, მაგრამ იგი "ბარსელონაში" დარჩება. ის, კვლავ, საუკეთესოა".

მორატიმ, ასევე, ლაუტარო მარტინესის შესაძლო ტრანსფერზეც ისაუბრა.

"ამას მისი გადაწყვეტილება განსაზღვრავს. "ბარსელონა" ფინანსურად გადაჭარბებულ შეთავაზებებს აკეთებს, ამიტომაც, ყველაფერი მხოლოდ ლაუტაროზეა დამოკიდებული", - მის სიტყვებს Tuttosport ციტირებს.

მორატი "ინტერის" პრეზიდენტის თანამდებობას 1995-2013 წლებში იკავებდა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #2 19 მაისი 2020 16:46
    1
    მეზიზღება ამის თმაგაჩეჩილი და მომღიმარი სიფათი, "პერეს სეზონის" გაყიდული ნახევარფინალი მახსენდება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 19 მაისი 2020 13:22
    1
    კაი კაცო რამე ახალი გეთქვა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued