ლიონელ მესიმ 2016 წელი გაიხსენა, როდესაც "ბარსელონას" დატოვებას აპირებდა
"ბარსელონას" არგენტინელმა კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, ერთ-ერთ ინტერვიუში, 2016 წლის ზაფხული გაიხსენა, როდესაც კატალონიური კლუბის დატოვებას აპირებდა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ წელს ფეხბურთელი და მისი მამა ესპანეთის უზენაესი სასამართლოს წინაშე წარსდგნენ (2007-2009 წლებში ბიუჯეტში 4.1 მილიონი ევროს არ შეტანის/დამალვის ბრალდებით).
"დიახ, ამ დროს წასვლა მსურდა. არა იმიტომ, რომ "ბარსელონაში" თამაშის სურვილი არ მქონდა, უბრალოდ ესპანეთის დატოვება მსურდა. ვგრძნობდი, რომ ძალიან ცუდად მომექცნენ და აქ დარჩენა აღარ მსურდა. ოფიციალური წინადადებები არ მიმიღია, რადგან ყველამ იცოდა, რომ "ბარსელონაში" დარჩენა მინდოდა.
მე და ჩემი ოჯახი რთულ მდგომარეობაში ვიყავით. კარგია, რომ ბავშვები პატარები იყვნენ და არაფერი ესმოდათ. ახლა კი ოჯახთან ერთად დარჩენა და კარიერის "ბარსელონაში" დასრულება მსურს." - არგენტინელის სიტყვებს რადიოსადგურ RAC1-ზე დაყრდნობით Mirror ციტირებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]