Marca: სამუელ უმტიტი რჩება

Marca: სამუელ უმტიტი რჩება

ბოლო პერიოდში სამეულ უმტიტის "ბარსელონადან" წასვლის შესახებ ბევრი ჭორი გავრცელდა. Marca-ს ინფორმაციით, შანსი, რომ მსოფლიოს ჩემპიონი კატალონიელთა რიგებს დატოვებს, 0-ის ტოლია.

ამის მთავარი მიზეზი კლუბის მთავარი მწვრთნელი, კიკე სეტიენია, რომელიც ფეხბურთელს სრულ ნდობას უცხადებს.

აქამდე უმტიტის ლაუტარო მარტინესის ტრანსფერში ჩართვას, "იუვენტუსში", "პარი სენ-ჟერმენში" ან "არსენალში" გადაბარგებას უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა, მადრიდული წყარო ირწმუნება, რომ სამუელი "ბლაუგრანაში" სულ მცირე მომავალ სეზონშიც დარჩება.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი მცველი ამჟამად ტრავმას იშუშებს, რომელიც ვარჯიშის განახლებისას მიიღო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 24 მაისი 2020 19:45
    0
    ოპერაციის გაკეთების შიშის გამო კარიერას ინადგურებს. ბარსას მერე აღმოჩნდება რენში ან ბასტიაში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 24 მაისი 2020 15:33
    0
    ანუ დაცვას ისევ არ ვაძლიერებთ ბრავო ხელმძღვანელობას
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Kingleo10M
    სტუმარი [?]
    #1 24 მაისი 2020 12:30
    0
    ამის თამაში მორჩენილი მგონია რა, არადა ლენგლეზე ერთი თავით მაღლა დგას ზოგადად